
2-5 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 2-5 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, თბილისში 2 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, 3-5 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი,










