
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განმარტავს, რომ სამსახურისადმი მიმართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ისინი რეაგირებისთვის პროკურატურაშია გადაგზავნილი. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან მოკლე ტექსტური










