
მარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ, Air China-სთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულება დააჩქარა
საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის და შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების შესრულებას კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის. ავიაკომპანიის დელეგაციამ ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს მიაწოდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე.










