
საქართველოში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 09:45 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩხოროწყუს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ თაიასთან დაფისირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.










