
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია ლომისის ტაძართან თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის კადრებს ავრცელებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტელერადიოკომპანია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური და გატაცებული ლევან დოთიაშვილი ლომისის ტაძარში შესვლას. გავრცელებული კადრების თანახმად, ისინი ეკლესიაში შედიან, რის შემდეგაც ვიდეომასალა აღარ გრძელდება. ვიდეოში ჩანს ტაძრის აჭედილი კარი. გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის ხმა: “ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის….”. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის









