
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
სომხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ჟანა ანდერასიანთან ერთად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის გაღრმავების კუთხით ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბრისას მინისტრმა ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის










