ლაშა ხუციშვილი – განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია და ეს ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობებში
განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია და ეს ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობებში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა. მინისტრმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე. მისი თქმით, 2020 წელს, ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსება, ჯამში, მილიარდ 900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2024 წლისთვის, აღნიშნული









