საქსტატი – 2023 წელს საქართველოში პენსიას 838 ათასი ადამიანი, სოციალურ დახმარებას კი 182 ათასი მოქალაქე იღებდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 838.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 71.1 პროცენტი ქალია, ხოლო 28.9 პროცენტი – კაცი. აქედან, პენსიის მიმღებთა 30.3 პროცენტი თბილისშია, 15.8 პროცენტი – იმერეთში, 10.5 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.0 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.7 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია. ამასთან, უწყების ანგარიშის










