
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად საოპერაციო შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. „რუხის საუნივერსიტეტო მრავალპროფილური კლინიკა 15 სექტემბერს გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებაში ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიისა და სხვა მიმართულების განყოფილებები ამოქმედდა. დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა და









