
2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი, მათ შორის, 191 მლნ ლარი მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ახალი, ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს მილიარდ ლარს. 2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ბორჯომის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ბათუმის, მესტიის, მცხეთის, ზუგდიდისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური უბნების განახლების, ტურისტულად









