რატი ბრეგაძე – ლაითურის დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა პირობა, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ლაითურის ახლად გახსნილ №1 პენიტენციურ დაწესებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 700 პატიმარზე გათვლილ დაწესებულებაში ყველა პირობაა დაცული ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით დასაცავად. „სამწუხაროდ, ადამიანები ყველა ქვეყანაში ჩადიან დანაშაულს და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში სასჯელს სჭირდება აღსრულება. ეს რთული მისია საქართველოში აკისრია იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ, პრობაციის ბიუროსა და









