
შემოსავლების სამსახური – ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა
ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეჩერებულია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა. „აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით. შემოსავლების სამსახური









