
იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ისინი სწავლას საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ. „საზეიმო ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელები, იუნკერების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა










