
გრუნი ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც ,,QR STARS”-ის 3 ვარსკვლავი მოიპოვა !
განსაკუთრებული სიამაყით გვსურს გაცნობოთ, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სარეიტინგო სისტემის, QS Stars-ის კომპლექსური აუდიტი და 3 ვარსკვლავი (Rated for Excellence) მოიპოვა! QS Stars არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე გლობალურ სტანდარტებს. QS Stars-ის აუდიტმა მოგვცა შესაძლებლობა, საერთაშორისო ექსპერტების თვალით შეგვეფასებინა ჩვენი საქმიანობა. შედეგები კი










