
ირაკლი კობახიძე – ჰერჩინსკის განცხადება არის პირდაპირი მუქარა, ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში
ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ტრაგიკულია, როდესაც ევროკავშირის ელჩი ხალხს ემუქრება. „მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, განვითარდება ერთი მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით. ეს










