
პარლამენტი გეგმავს კანონის მიღებას, რომლითაც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნით სპეციალური ცენტრი შეიქმნება
პარლამენტი სპეციალური კანონის მიღებას აპირებს, რომელიც იმ არასრულწლოვან პირებს შეეხებათ, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და მათ ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს, 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხორციელდება და ჩადენილ ქმედებაზე რეაგირებისა და ამგვარი ქმედების პრევენციის










