
გივი მიქანაძემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატთან გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. „საუბრისას გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ინიციატივებსა და სასწავლო










