
ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სამეგრელოში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სამეგრელოში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამეგრელოს რეგიონში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ადგილზე გაეცნო და, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაგეგმილი პროექტების დეტალები განიხილა. „დღეს სამეგრელოს რეგიონში გავეცანით საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროცესს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფოთის ხიდის მშენებლობა, რომელიც თავისი საინჟინრო გადაწყვეტით უნიკალურია და სტრატეგიულ როლს










