• September

      15

      2025
    • 70
    • 0
    ირაკლი კობახიძე – გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ხარისხიანი განათლებაა ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი, განათლების მხარდაჭერა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

    ირაკლი კობახიძე – გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ხარისხიანი განათლებაა ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი, განათლების მხარდაჭერა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

    ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა. „ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო

    • September

      14

      2025
    • 158
    • 0
    დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

    დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

    ლისის ტბაზე, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად, საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირებმა, დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსისა და მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მარათონს, ასევე შეუერთდნენ სამხედროების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები. მარათონის სტარტის აღებამდე, თავდაცვის ძალების ბენდმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი

    • September

      14

      2025
    • 138
    • 0
    სასაზღვრო პოლიციის უფროსი „ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

    სასაზღვრო პოლიციის უფროსი „ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი „ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს, I რანგის კაპიტანს, კობაკ მერიჩს  შეხვდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა თურქული მხარის მხარდაჭერასა და ჩართულობას, „ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში, განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების პროცესში. დავით თამაზაშვილმა კობაკ მერიჩს სასაზღვრო პოლიციის მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს

    • September

      13

      2025
    • 105
    • 0
    გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

    გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

    გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში მყინვარული ხეობების ვერტმფრენით შემოფრენა, საველე-ექსპედიციური გზით მყინვარული ხეობების ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი, დრონების მეშვეობით გადაღება და გადაღებული მასალის საოფისე სივრცეში ანალიზი/დამუშავება განახორციელეს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპედიციის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გლაციალური საფრთხეები შეფასდება და პოტენციური

    • September

      12

      2025
    • 135
    • 0
    შს მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე შსს-ის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ეწვია

    შს მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე შსს-ის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ეწვია

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის ბაზაზე, ასევე ცხრაწყაროსა და ტაბაწყურის საგუშაგოებზე იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ ბაზის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური აღჭურვილობა, საცხოვრებელი კოტეჯები, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერა. შალვა თადუმაძე ადგილზე გაეცნო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. შინაგან საქმეთა

    • September

      12

      2025
    • 91
    • 0
    თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დამატებით 27 ოჯახს გადასცა

    თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დამატებით 27 ოჯახს გადასცა

    საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, კიდევ 27 ოჯახს დაუკანონდა. საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევის, სამგორის, კრწანისის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა. „ვულოცავ ამ ადამიანებს. მათთან ერთად მეც ბედნიერი ვარ. დიდი ხანია ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას. დღეს უკვე გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor