• December

      16

      2024
    • 106
    • 0
    შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს

    შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო. ცნობისთვის, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ, რა დროსაც კიდევ რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

    • December

      16

      2024
    • 83
    • 0
    რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

    რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

    რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. ნიღბიანი პირები სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. როგორც აქციის მონაწილემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აგრესიულად განწყობილი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წამოვიდნენ, გზად კი კიდევ რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ეს ნიღბიანი ბიჭები

    • December

      16

      2024
    • 91
    • 0
    აქტივისტ ნიკო მანაგაძეს სასამართლომ ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

    აქტივისტ ნიკო მანაგაძეს სასამართლომ ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

    სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მიიღო. ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

    • December

      16

      2024
    • 80
    • 0
    არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა

    არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა

    არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნული შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. არასრულწლოვანს ყველაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა განესაზღვრა. არასრულწლოვანის სათანადო ქცევაზე კი პასუხისმგებელი არასრულწლოვანის მამა იქნება. პროკურორის ინფორმაციით, შუამდგომლობის საფუძველი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება გახდა. „ამ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდება

    • December

      16

      2024
    • 109
    • 0
    თელავში, სოფელ ახატელში, 60 წლის კაცი ხანძარს ემსხვერპლა

    თელავში, სოფელ ახატელში, 60 წლის კაცი ხანძარს ემსხვერპლა

    თელავში, სოფელ ახატელში, 60 წლის კაცი ხანძარს ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა 15 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა. ადგლობრივების თქმით, გარდაცვლილი ირაკლი აშუღაშვილია ,, ხანძარი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვა გამოიწვია. კაცი ადგილზე დაიღუპა.როგორც ჩანს, ბევრი კვამლი ჩაყლაპა“-ამბობენ ადგილობრივები. ინფორმაცია „ Geo news-ს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინსტრაციულ ერთეულში, დაუდასტურა. როგორც თემურ გიგაური ამბობს, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. ,,GEO NEWS”

    • December

      16

      2024
    • 83
    • 0
    ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

    ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

    „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ ელისაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორმა ანა მეტრეველმა განაცხადა, რომ, ბრალდების მხარის შეფასებით, კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის,

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor