
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აქტივისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციაზე დაკავებული აქტივისტის ს.ქ.-ს პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, 46 წლის მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბი მომხმარებლისგან დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის









