
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ ელისაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორმა ანა მეტრეველმა განაცხადა, რომ, ბრალდების მხარის შეფასებით, კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის,










