
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სუს-ი – 2025 წელს საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები
2025 წელს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები. საოკუპაციო ძალის მიერ გაგრძელდა საქართველოს ოკოპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული საქმიანობა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით არჩვაძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. დავით არჩვაძის თქმით, რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში არა მარტო პროცესების მართვას ისახავდა










