
თელავის №1 საჯარო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება
თელავის №1 საჯარო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თელავში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად ისტორიული სკოლა დაათვალიერა და რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლის ისტორიული ფასადის მაქსიმალურ დაცვას და განახლებას. რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს










