
ირაკლი კობახიძე – გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ხარისხიანი განათლებაა ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი, განათლების მხარდაჭერა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება
ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა. „ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო










