
ზურაბიშვილის ,,გედის სიმღერა” დასასრულს უახლოვდება – დაუთმობს თუ არა იგი სასახლეს მიხეილ ყაველაშვილს ?
ოთხი დღე პრეზიდენტის არჩევნებამდე – სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კარიერა დასასრულს უახლოვდება. კონსტიტუციით ვადა ეწურება, თუმცა როგორც ირკვევა, ის ორბელიანების სასახლიდან წასვლას არ აპირებს და ეს იმ ფონზე, როცა არჩევნების თარიღი დადგენილია. დიახ, დადგენილია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი და ცნობილია პრეზიდენტობის კანდიდატიც. დასავლეთიდან მართული ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება, რომელიც პატრიოტიზმით, სამშობლოს სიყვარულით










