
ოპოზიციურ ოთხეულს ,,კოვზი ნაცარში ჩაუვარდა” – ბრიუსელი მათ ხვეწნა-მუდარაზე არ რეაგირებს
საქართველოს დასჯის სცენარი ჩავარდა – უსამშობლო ოპოზიციამ კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწია, ოთხეულის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი ანტისახელმწიფოებრივი წერილი, სადაც ევროკავშირს საქართველოს დასჯას სთხოვდნენ, წერილად დარჩა. მოთხოვნების შესრულება ვერა, მაგრამ რადიკალებმა ის მაინც მიიღეს, რომ თბილისს მალე ევროკავშირის წარმომადგენლები ეწვევიან. როდის და რა მისიით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სამუშაო შეხვედრები სწორედ ,,ქართულ ოცნებასთან” გაიმართება, იმ ძალასთან, რომელიც










