
ვინ დგას რუსული ტერაქტის უკან ?
მოსკოვის ოლქის „კროკუს სიტი ჰოლის“ მიმდებარედ, 22 მარტს, დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღბულმა პირებმა თავდასხმა მოაწყვეს. ოფიციალური მონაცემებით, 60-ზე მეტი დაღუპულია, მათ შორის ბავშვებიც. დღესითვის გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ისლამურ სახელმწიფოს უკავშირდება. ისლამური სახელმწიფოს ავღანურ-პაკისტანური ფილიალი 2015 წელს გაჩნდა. იგი დასავლურ წყაროებში ცნობილია აბრევიატურებით ISIS-K ან ISKP. ISIS-ის მხარდამჭერები მიზნად ისახავენ ურწმუნოებთან ბრძოლას










