
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და კრიმინალთან არ არის მხოლოდ ციფრები, ეს ბრძოლა ყოველდღიური რეალობაა, რაც კონკრეტული სამართალდამცავების თავდადებისა და დაუზოგავი შრომის შედეგია !
,,GEO NEWS”-მა ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა სტატია სათაურით : საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუღალავი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ! სტატიაში აღვნიშნავდით, რომ მინისტრი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს სტრუქტურას, რომელიც დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტიტუციაა სახელმწიფოში – მისი მეთაურობით სამინისტრომ ჩამოაყალიბა მტკიცე სტრატეგია დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების კუთხით. ასევე, დავძენდით, რომ გაიზარდა გადაწყვეტილების მიღების მოქნილობა ადგილებზე,










