
ირაკლი თავდგირიძე : ,,სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები ცხადზე უცხადესია და დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო კომისიის შეფასება იქნება უაღრესად პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის”
,,GEO NEWS” ბათუმის საკრებულოს თავჯდომარეს, ბატონ ირაკლი თავდგირიძეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მისი მუშაობის ეფექტურობის შეფასება სთხოვა. ბატონი ირაკლი, ჩვენი გამორჩეული რესპონდენტი და უაღრესად ინტელექტუალია. შესაბამისად, მისი აზრი ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. –ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებდით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებას, რომლის მუშაობის შედეგად საქართველოს მოსახლეობისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის ნათელი ხდება ის










