
გრუნის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, საინფორმაციო ონლაინშეხვედრა უნივერსიტეტის დოქტორანტებთან, COST Action-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობების გასაცნობად გამართა
2025 წლის 21 თებერვალს გაიმართა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლელა გოგინავას, საინფორმაციო ონლაინშეხვედრა უნივერსიტეტის დოქტორანტებთან, COST Action-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობების გასაცნობად. ცენტრის დირექტორმა დოქტორანტებს გააცნო ინფორმაცია COST Action-ის შესახებ, მასში მონაწილეობის სარგებელსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მკვლევრებს აკადემიური კარიერის განვითარებისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით ეძლევათ.










