
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა და საოცრად შთამბეჭდავი იყო
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ( EYOF ) 9 თებერვალს, ბაკურიანში, საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გახსნის ცერემონიაზე სპორტსმენების ტრადიციული აღლუმი გაიმართა, რომელიც ხორუმის ფონზე ჩატარდა, რაც ქართული კულტურის ელემენტების ინტეგრაციას წარმოადგენდა. გახსნის ცერემონიაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ,,მშვიდობის










