
უცხოურმა 6 მილიარდიანმა ინვესტიციამ საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ნიღბები ჩამოხსნა
ორიოდე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან. შეთანხმების თანახმად, კომპანია საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინვესტიცია განხორციელდება თბილისში და გონიოში მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტების განხორციელებისთვის. ეს პროექტები მოიცავს ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურიზმის მხარდაჭერას და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას. შეთანხმების სიმბოლურად










