
ლადო კახაძე : ,,2025 წელს საქართველოს გაერთიანება მინდა ვუსურვო, როგორც გეოგრაფიულ, ასევე სულიერ და მორალურ ნაწილში”
,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვებს : ,,ქართული ოცნების” დეპუტატი – ლადო კახაძე; ,,მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და პირველი, რაც მინდა გისურვოთ, არის მშვიდობა. მინდა ყოველთვის ჯანმრთელები, ბედნიერები და გახარებულები იყოთ. განსაკუთრებით მინდა მივულოცო დედებს, მათ შორის მათ, ვინც ახლა ელოდება მოლოგინებას. ყველა ასეთი დედა საგანგებოდ დალოცოს უფალმა.










