
ვაჟა ოთარაშვილი : ,,ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუში გაჟღერებული ამბავი სიმართლეს შეეფერება!”
ცნობილი ქართველი პოეტი, პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო და პოლიტიკური ისტებლიშმენტი სრულად არის მოწყვეტილი ეროვნულ ინტერესებს, უგულებელყოფს მშობლიური მიწა-წყლისა და ისტორიული სიწმინდეების ბედს და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ წარმოებულ უსამართლო შეტევებს გულგრილად ადევნებს თვალს. –ბატონო ვაჟა, უპირველეს ყოვლისა, მინდა დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა იმ გულწრფელი და უანგარო თანადგომისთვის, რომელიც ,,ასავალ-დასავალისა” და პირადად ჩემ მიმართ










