
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მონტენეგროს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც პრემიერობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატთა კეთილსინდისიერებაზე შემოწმება სავალდებულოა
მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერისა და მინისტრების ვეტინგის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე ეტაპი დაასრულა 16 ნოემბერს დეპუტატებმა 54 ხმით არცერთის წინააღმდეგ კონსტიტუციის 23-ე და 24-ე შესწორებების პროექტები დაამტკიცეს, რომლებიც პრემიერმინისტრობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების კეთილსინდისიერების სავალდებულო შემოწმებას (ვეტინგს) ითვალისწინებს. კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცებულ ვერსიაში დაზუსტდა შემოწმების მექანიზმი, რაც მანამდე ქვეყანაში მწვავე დისკუსიისა და კრიტიკის საგანი იყო. კერძოდ, ახალი










