
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება 2031 წლისთვის ხელმოწერილი უნდა იყოს
დაისახეთ მიზანი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება 2031 წლისთვის ხელმოწერილი იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს მიზანი 2031 წლისთვის მიღწეული იყოს. ნიკოლ ფაშინიანმა ეს საკითხი საზღვრის დელიმიტაციასთან და კომუნიკაციების განბლოკვასთან ერთად დღის წესრიგის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა.










