
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
პარიზში აკრძალული მიტინგის დასაშლელად, რომელიც პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად გაიმართა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
პარიზში პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად აკრძალული მიტინგის დასაშლელად საფრანგეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. პარიზის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი შეკრებები „სავარაუდოდ გამოიწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“, ამიტომ პარიზში მსგავსი დემონსტრაციის ჩატარება აიკრძალა. აკრძალვის მიუხედავად, რამდენიმე ასეული პროპალესტინელი დემონსტრანტი შეიკრიბა პარიზის ცენტრში ცალკეულ ჯგუფებად. დემონსტრანტები სკანდირებდნენ „მკვლელი ისრაელი“ და









