
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 36 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 26 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს
რუსეთი უკრაინას ღამით 36 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 26 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს, ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა 39 სამხედრო შეტაკება. მთლიანობაში მტერმა განახორციელა ერთი სარაკეტო და 63 საჰაერო დარტყმა, 47 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, როგორც ჩვენი ჯარების პოზიციებზე, ასევე ჩვენი სახელმწიფოს სამოქალაქო










