
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო იერიშების შედეგად ისრაელში ბოლო 24 საათში 192 ადამიანი დაშავდა
საჰაერო იერიშების შედეგად ისრაელში ბოლო 24 საათში 192 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. სამინისტროს ცნობით, დაშავებულთაგან ოთხი საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 177-ს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. დარჩენილი 11 ადამიანის შესახებ კი სამინისტროს ზუსტი კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე, როგორც ცნობილია, ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ ამ დრომდე სულ 3 727 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული.










