
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა – „ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად“
აზერბაიჯანი და სომხეთი ამჟამად მშვიდობიანად ცხოვრობენ და სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მისალოც წერილში, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებით გაუგზავნა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი დიდად აფასებს ტრამპის მიზანმიმართულ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიმართულებით. „გასული წლის 8 აგვისტოს,










