
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მასუდ ფეზეშქიანმა ილჰამ ალიევს ტელეფონით დაურეკა და მადლობა გადაუხადა ირანის საელჩოში ვიზიტისა და აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის გამო სამძიმრისთვის
8 მარტს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ტელეფონით დაურეკა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ირანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში ირანის საელჩოში ვიზიტისა და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის დაღუპვის გამო სამძიმრის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანში ირანის საელჩოში ვიზიტისთვის, რათა სამძიმარი გამოეხატა ირანის ისლამური რესპუბლიკის










