
გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დარეგისტრირებულ პირთა სამედიცინო შემოწმება გრძელდება
გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულ პირთა სამედიცინო შემოწმება გრძელდება. ამ ეტაპზე, შემოწმება შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებმა პირებმა გაიარეს. წვევამდელების ნაწილი ეროვნულ სამხედრო სამსახურში ვებ-გვერდის საშუალებით დარეგისტრირდა, ნაწილმა კი, ადგილობრივ სამხედრო განყოფილებებს საკუთარი სურვილით მიმართა. სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს










