
გიორგი ტყემალაძე – უახლოეს მომავალში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და მეტროს 111 ერთეული ახალი ვაგონი დაემატება
ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ეს შესრულებულია, – ამის შესახებ ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა. გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას წარუდგინა ბოლო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული პროექტები. „ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ, რომ დედაქალაქს 10 სატრანსპორტო დერეფანი ექნებოდა და დღეს ეს ყველაფერი დასრულებულია. გვაქვს










