
სამხედრო მოსამსახურეები გურიისა და იმერეთის რეგიონების მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში უკვე მეოთხე დღეა აქტიურად მონაწილეობენ. გურიისა და იმერეთის რეგიონებში სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს ეხმარებიან. ისინი შესაბამისი ტექნიკით ასუფთავებენ სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელ გზებს, მოსახლეობას აწვდიან საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს. ჯარისკაცები მოქალაქეებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც ეხმარებიან. დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების










