
ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შექმნილ საკოორდინაციო შტაბის სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოები განიხილეს










