
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ბათუმში ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს
ბათუმში ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. განცხადებას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ნანგრევებში მოყოლილი პირები, კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი










