
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველომ ყაზახეთთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრთან, საიასატ ნურბეკთან შეხვედრა გამართა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის










