
ფინეთის დედაქალაქში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ქართული ღვინის წარდგენისა და დეგუსტაციის ღონისძიებას 40-ზე მეტი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, მედიისა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრისა და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია ღონისძიების მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ღვინის ექსპერტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გააცნო.










