
ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი და მამუკა მდინარაძე შეითავსებენ
თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას შეითავსებენ მაკა ბოჭორიშვილი და მამუკა მდინარაძე. ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც










